თუმცა, არიან იღბლიანებიც. 2017 წლის ივლისში რუსი გოგონასა და გერმანელი პრინცის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.
ჰანოვერელ პრინცს ერნესტ-აუგუსტ-უმცროსს რუსი ლამაზმანი, ეკატერინე მალიშევა შეუყვარდა. მაშინ 19 წლის გოგონა საცხოვრებლად ახლად გადასული იყო ლონდონში, სადაც მოდის კოლეჯში სასწავლებლად ჩაირიცხა. ასე დაიწყო წყვილმა ერთობლივი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ საქმროს მ
ქორწილი დაინიშნა ლამაზ თარიღზე - 7.07. 2017. ყველაფერი სადღესასწაულოდ მოეწყო, როგორც სამეფო ოჯახს შეეფერება. ცერემონიის მასშტაბურობამ ყველა აღაფრთოვანა: ჯვრისწერის ცერემონიალს, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ტაძარ Market Church-ში გაიმართა, 600 საპატიო სტუმარი ესწრებოდა.
თუმცა, ზღაპარი დიდხანს არ გაგრძელდა: საქმროს მამამ, 63 წლის ერნსტ-აუგუსტ-უფროსმა კატეგორიული უარი განაცხადა წყვილის დალოცვაზე, რადგან შვილის არჩევანი წარუმატებლად მიიჩნია. პრინცი ამან ვერ შეაჩერა. ის, ვერც იმ ფაქტმა შეაშინა, რომ მამამისი ქორწილს არ ესწრებოდა და შვილს ტიტულიც ჩამოართვა.
ერნსტ-აუგუსტ-უფროსის მსგავსი ქმედების მიზეზი მარტივია: მამაკაცმა მიიჩნია, რომ ეკატერინე ქმრის ქონებაზე ინადირებს, რაშიც ჰანოვერის სახლის სიმდიდრე მოიაზრება.
აღსანიშნავია, რომ უკვე შემდგარი პრინცესა, ცნობილი დიზაინერია. მის კლიენტებს შორის ბევრი ცნობილი და შემდგარი ადამიანია. მაგალითად, ის შეკვეთებს ხშირად იღებს სიენა მილერისა და რიტა ორასგან.
ამჟამად ახლადშეუღლებულები ძალიან ბედნიერები არიან, მიუხედავად პრინცის მამის გადაწყვეტილებისა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ნამდვილ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება.
ანა გარელი