უზერლის ახალი ბოიფრენდი ეგვიპტელი მსახიობი და ტელეწამყვანი ბასსელ ალზაროა, რომელიც მსახიობმა გასული წლის მარტში, დუბაიში გაიცნო. საყვარელმა მამაკაცმა მერიემი მშობლებს გააცნო, რის შემდეგად ცოლობა სთხოვა.
წინადადებაზე უზერლიმ თანხმობა განაცხადა და ინსტაგრამზე ბრილიანტიანი ბეჭდის დემონსტრირებაც მოასწრო.
თურქული მედია აღნიშნავს, რომ მერიემ უზერლი და ბასსელ ალზარო ერთმანეთთან თურქულმა ენამ დააახლოვა, რასაც მსახიობი თავის ეგვიპტელ მეგობარს ასწავლიდა.
ანა გარელი