21 ნოემბერი, 2017
ყველა დეტალი "Victoria Secret"-ის 2017 წლის შოუს შესახებ
შანხაიში Victoria's Secret-ის ყოველწლიური შოუ, რომელიც მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, დასრულდა. პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდნენ სუპერმოდელები, მათ შორის - ადრიანა ლიმა, კენდის სვეინპოლი, კარლი კლოსი, ჯასმინ ტუქსი...

ჩვენება გახსნა 36 წლის ბრაზილიელმა ალესანდრა ამბროსიომ, რომელიც უკვე 17 წელია, თეთრეულის ბრენდის ”ანგელოზია”. როგორც მან შოუს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, Victoria's Secret-თან თანამშრომლობას ასრულებს და შანხაის შოუ მისთვის ბოლო იყო.

ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ბელა ჰადიდმაც. პოდიუმზე გამოჩნდა 25 წლის კარლი კლოსიც, რომელმაც ორი წლის წინ ”ანგელოზებიდან” წასვლის
შესახებ განაცხადა.

შანხაიში გამართულ შოუში მონაწილეობა სულ 55-მა მოდელმა მიიღო.


წელს შოუში მონაწილეობა ვერ მიიღო რამდენიმე მოდელმა. მათ შორის მოხვდა ჯიჯი ჰადიდი.

ინტერნეტ გამოცემა “People.com”-ის განცხადებით, ჯიჯი ჰადიდის გადაწყვეტილება, შესაძლოა, მის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკავშირდებოდეს, სადაც ჰადიდი, სახის მიმიკური მოძრაობით დასცინის ნამცხვარს, რომელზეც აზიური წარმოშობის მამაკაცის სახეა გამოსახული.

ჯიჯი ჰადიდის მსგავსად, ჩინეთმა ვიზა არ მისცა სამ რუს მოდელს.

რაც შეეხება ბელა ჰადიდს, მან ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და რაც ყველაზე საოცარია, პოდიუმზე პირველად გაიცინა. 


შოუს მსვლელობისას პოდიუმზე ინციდენტი მოხდა. ჩინელი მოდელი მინგ ხი, პოდიუმზე წაიქცა, თუმცა, მისი წამოყენება მოდელმა ჟიზელ ოლივიერამ შეძლო.

ჩვენების დასასრულს, წვეულება გაიმართა, სადაც მოდელები და „ვიქტორია სეკრეტის“ კასტინგ მენეჯერი ალესანდრო ამბროსიოს გამოემშვიდობნენ.



„ჰარპერ ბაზარის“ ცნობით, წვეულება დიდხანს ვერ გაგრძელდა. გამოცემის თქმით, ღონისძიების დიდი ხნით გაგრძელების უფლება ორგანიზატორებს პოლიციამ არ მისცა.

რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS