20 ნოემბერი, 2017
ალა პუგაჩოვამ საკუთარ ჯვრისწერაზე ჩაცმულობით ყველა გააოცა - „სასაცილო ფატაა“
შაბათს, 41 წლის მაქსიმ გალკინმა და 68 წლის ალა პუგაჩოვამ ჯვარი დაიწერეს. გალკინი ცერემონიაზე შავ კოსტუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მივიდა. ალა პუგაჩოვამ კი ჩაცმულობით ყველა გააოცა.

პრიმადონას გრძელი ვარდისფერი კაბა ეცვა, წელზე ქამრითა და ჟაკეტით. ასეთივე ფერის გახლდათ ფატა, რომელიც მომღერალს თავს ეფარა.

ინსტაგრამზე გავრცელებული ჯვრისწერის ფოტოებს, თაყვანისმცემლების მხრიდან, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა: "ფატა რისთვის ახურავს"; "ალა პუგაჩოვა შესანიშნავად გამოიყურება"; "სასაცილო ფატაა"; "ამდენი ფულის პატრონმა რატომ უნდა დაიფარო თავზე ფარდის ნაჭერი"; "საშინელებაა, ეს რა ჩააცვეს
პუგაჩოვას"; "ფიგურა, სამოსი - შეუდარებელია".

ტაძარში იმყოფებოდნენ წყვილის შვილებიც - ლიზა და გარი.

ანა გარელი
RatingRatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS