17 ნოემბერი, 2017
ბრედ პიტს მონაკოს პრინცესასთან აქვს რომანი
დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფრომაცია, რომ ჰოლივუდის მსახიობ ბრედ პიტს ლეგენდარული მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილთან, მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზერაგისთან აქვს რომანი.

პრინცესასთან შესაძლო რომანზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოს-ანჯელესში გამართულ LACMA Art Gala-ს საქველმოქმედო ღონისძიებაზე, 52 წლის მსახიობი სამეფო ტახტის 31 წლის წარმომადგენელთან ერთად გამოჩნდა.
თუმცა, გამომცემლობა "The Sun"-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მსახიობის შესაძლო რომანზე კომენტარის გაკეთებისას, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს "სრული სიცრუეა".

აღსანიშნავია, რომ მონაკოს ტახტზე შარლოტა კაზირაგი რიგით
მერვე მემკვიდრეა.

ბრედ პიტი და შარლოტა კაზირაგი LACMA Art Gala-ს საქველმოქმედო ღონისძიებაზე

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
***
პიტს კი, მაგრამ ეს გოგო რამ გააგიჟა, შესაფერისი მამაკაცი ვერა და ვერ იპოვა.
00:48 / 25-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ეხვეწება პიტს გემოვნება ნამდვილად. აბა ვულგარული ჯოლი რა მაგისი შესაფერისი იყო?!
21:57 / 18-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS