16 ნოემბერი, 2017
71 წლის მომღერალი თურქეთიდან, რომელიც ბავშვის გაჩენას გეგმავს
აიშა აჟდა პეკანის ფოტოების ნახვისას იფიქრებთ, რომ ქალმა მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო იცის.
აიშა 1946 წელს დაიბადა და ახლა 71 წლისაა, თუმცა, ამის დაჯერება შეუძლებელია.

მიუხედავად ასაკისა, არტისტი დარბაზებს ავსებს, ჟურნალების გარეკნებისთვის იღებენ და მართავს ინსტაგრამის გვერდს, სადაც რეგულარულად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს.

ქალი მოდელის პარამტერების დემონსტრირებას ახდენს - გლუვი, ნავარჯიშევი სხეული და ახალგაზრდა ლამაზმანის სახე, ყოველგვარი ნაოჭის გარეშე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის! ცოტა ხნის წინ, აჟდამ დედობის სურვილიც გამოთქვა. სწორი კვებისა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის
წყალობით, მომღერალი თავს ახალგაზრდად გრძნობს და ბავშვის გაჩენისთვის მზადაა:

"ყოველთვის ყურადღებით ვუდგები საკვებს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ თავს რაიმეში მკაცრად ვიზღუდავ. ძალიან მიყვარს ქაბაბი და თევზი".

ინსტაგრამზე ვარსკვლავს 400 ათასი გამომწერი ჰყავს. ბევრ მათგანს ეჭვი ეპარება, რომ ქალი ცხოვრებაშიც ისე გამოიყურება, როგორც ფოტოებზე. ფიქრობენ, რომ აიშა აჟდას ახალგაზრდობა პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა და არა ჯანსაღი ცხოვრების წესის.

ანა გარელი
RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS