"რიანა დარწმუნებულია, რომ ჰასან ჯამილი მისი საბედისწერო მამაკაცია, მასზე ქორწინება და ბავშვის გაჩენა სურს. მომღერალი დარწმუნებულია, რომ ჰასანი შესანიშნავი მამა იქნება. ის გამუდმებით საყვარელ მამაკაცზე საუბრობს. ბოლო დროს რიანა ხშირად იმყოფება ლონდონში, სადაც ჯამილი ცხოვრობს, შესაბამისად ერთმანეთით ტკბობის შესაძლებლობა აქვთ", - აღნიშნავს მომღერალთან დაახლოებული წყარო, რომელიც ირწმუნება, რომ რიანასა
რიანამ და ჰასანმა შეხვედა ზაფხულის დასაწყისში დაიწყეს, თუმცა, ქორწინებას უკვე გეგმავენ. გამომდინარე იქიდან, რომ ვარსკვლავი ბარბადოსში დაიბადა, ჯამილი კი წარმოშობით საუდის არაბეთიდან გახლავთ, ქორწილის გადახდა ამერიკასა და ბრიტანეთში არ სურთ. მომღერალი და მისი ბოიფრენდი ორ ქორწილს გამართავენ, ერთს რიანას სამშობლოში, მეორეს კი ჰასანის.
მომღერალთან დაახლოებული წყარო ასევე გვამცნობს, რომ რიანამ არაბი მილიარდერი მამას, რონალდს უკვე გააცნო, რომელსაც ჯამილი ძალიან მოეწონა. მან ქალიშვილის ბოიფრენდს ისიც გაანდო, რომ რიანა ძალიან დამოუკიდებელია და არ მოითმენს, თუ გამუდმებით მიუთითებენ რა და როდის უნდა გააკეთოს.
ანა გარელი