14 ნოემბერი, 2017
ცოტა ხნის წინ განქორწინებული ტუბა ბუიუქუსტუნი ახალ ბოიფრენდთან კოცნის დროს დააფიქსირეს
ცნობილი გახდა, თუ ვის ხვდება ამჟამად პოპულარული თურქი მსახიობი, ტუბა ბუიუქუსტუნი, რომელიც 2017 წელს მსახიობ ონურ საილაკს დაშორდა.

Haberturk.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტუბას თურქ ბიზნესმენთან, უმუთ ევირგენთან აქვს რომანი. განქორწინების შემდეგ ბუიუქუსტუნი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა, იმ კადრების მიხედვით, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ კინოთეატრშია გადაღებული, ტუბა ბიზნესმენთან ურთიერთობას აღარ ასაიდუმლოებს.

Haberturk.com- აღნიშნავს, რომ ფილმის ჩვენების დროს წყვილი არაერთხელ გავიდა დარბაზიდან, რათა ერთმანეთისთვის ეკოცნათ - მსახიობსა და მის ახალ რჩეულს სულაც არ აღელვებდათ ის ფაქტი, რომ მათ
უამრავი უცხო თვალი აკვირდებოდა.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS