პროექტში მისი პარტნიორები მერიემ უზერლი და ასლი ენვერი გახდნენ. YouTube-ზე გავრცელებულმა ოფიციალურმა თრეილერმა უზერლისა და დენიზის თამამი სცენის გამო, სადაც მსახიობები ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან, აჟიოტაჟი გამოიწვია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერიემისა და დენიზის ვნებიანმა კოცნამ, მსახიობი მის მომავალ მეუღლესთან, ფეიზ აკტანთან აჩხუბა, რომელიც 4 თვის ფეხმძიმე გახლავთ.
როგორც ირკვევა, აკტანმა დენიზისა და უზერლის კოცნის გამო იეჭვიანა და წყვილის ქორწილიც გაურკვეველი ვადით
თავად ოზჯან დენიზმა კი მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ფეხმძიმობის გამო ფეიზი ძალიან მგრძნობიარეა და ვერაფრით ვუხსნი, რომ ეს ჩემთვის და მერიემისთვის მხოლოდ სამსახურია და არაფერი ამაზე მეტი".
ანა გარელი