10 ნოემბერი, 2017
ფეხშიშველი ბრიჟიტ მაკრონი აბუ-დაბიში - საფრანგეთის პირველი ლედი სტილს არც აღმოსავლეთის ქვეყნებში ღალატობს
ემანუელ მაკრონი და ბრიჟიტ მაკრონი აბუ-დაბიში ჩაფრინდნენ.

თავდაპირველად პრეზიდენტი ცოლთან ერთან არაბეთის საემიროების საზღვაო-სამხედრო ბაზას ესტუმრა, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, შეიხ ზაიდის მეჩეთს ეწვია. ბრიჟიტ მაკრონი თავის სტილს აღმოსავლურ ქვეყნებშიც არ ღალატობს და მეჩეთში Louis Vuitton-ის თეთრ სამოსში გამოჩნდა.

აქსესუარებიდან საფრანგეთის პირველმა ლედიმ ზამშის ყავისფერი ფეხსაცმელები (რომელიც მეჩეთში შესვლის წინ ეფექტურად გაიხადა), აბრეშუმის შარფი და Louis Vuitton-ის თეთრი ჩანთა შეარჩია.

ანა გარელი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS