10 ნოემბერი, 2017
დასახელდა თურქი ვარსკვლავური წყვილი, რომელთა გულწრფელი ურთიერთობის ხალხს ყველაზე მეტად სჯერა
სოც. გამოკითხვის შედეგებით, ნესლიხან ათაგული და კადირ დოღულუ ის ვარსკვლავური წყვილი გახდა, რომლის გულწრფელი სიყვარულის თაყვანისმცემლებს ყველაზე მეტად სჯერათ და ამით ფაჰრიე ევჯენისა და ბურაქ ოზჩივიტის წყვილი გადაფარეს.

Ahaber.com.tr-ის ცნობით, ნესლიხან ათაგულისა და კადირ დოღულუს წყვილი უახლოეს მომავალში 4 მილიონ თურქულ ლირას გამოიმუშავებს.

სამსახიობო წყვილს თანამშრომლობა შესთავაზა ერთ-ერთმა ტექნოლოგიურმა ბრენდმა, რომლის რეკლამაშიც გადაღებისთვის მათ 4 მილიონ ლირას გადაუხდიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია დათანხმდნენ თუ არა ვარსკვლავები ამ შემოთავაზებას.

შეგახსნებეთ, რომ ნესლიხან ათაგულმა და კადირ დოღულუმ 2016 წლის
8 ივლისს იქორწინეს.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS