82 წლის მსახიობი, 38 წლის მეუღლეს სკანდალურად დაშორდა და სასამართლოშიც უჩივლა. პროცესი გუშინ იყო ჩანიშნული, მაგრამ 27 ნოემბრისთვის გადაიდო.
აღმოჩნდა, რომ მსახიობის ყოფილი ცოლი ჩამოვიდა საქართველოში, სადაც ტანვარჯიშითაა დაკავებული და მზადაა, თეატრიდან დაკარგულ 80 მილიონზე სასამართლომ გაარკვიოს სიმართლე.
"თბილისში ვემალები, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ზუსტი ადგილსამყოფელი არ გავთქვა, სხვა ჟურნალისტები რომ არ დამეხვიონ თავს", – უთხრა ვიტალინამ ჟურნალისტს.
მან თქვა, რომ თბილისში ტანვარჯიშითაა დაკავებული და
" მას არ ესმის, რას აკეთებს და ხელს აწერს იმ ქაღალდებს, რომლებიც მასთან მიაქვთ".
ჟურნალისტმა ვიტალინას ჰკითხა, სად გაქრა ჯიგარხანიანის თეატრიდან 80 მილიონი რუბლი, რაზეც მსახიობის ცოლმა უპასუხა, რომ ამ საქმის გამოძიების წინააღმდეგი არ არის.
"თეატრში ჩემი მოღვაწეობის დროს მისი წლიური ბიუჯეტი 73 მილიონი იყო, თქვენ კი 80-ზე მელაპარაკებით? ჩემი მოღვაწეობის დროს სპონსორთა ფული საერთოდ არ შემოსულა".