09 ნოემბერი, 2017
მონიკა ბელუჩის ახალი ვარცხნილობა - 53 წლის მსახიობმა მრავალი წლის მანძილზე იმიჯი პირველად შეიცვალა
მონიკა ბელუჩი დაესწრო The Virna Lisi Award-ის დაჯილდოვების ცერემონიას, რომელიც 7 ნოემბერს რომში გაიმართა. ღონისძიებაზე იტალიელი მსახიობი ვირნი ლიზის სახელობის საპატიო პრემიით დააჯილდოვეს.

კინოპრემიის წითელ ხალიჩაზე ბელუჩი ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. ახლა მსახიობი გრძელ კარეს ატარებს.

მრავალი წლის მანძილზე მონიკა კლასიკური სტილის ერთგული რჩებოდა, მაგრამ ამჟამად თამამ ექსპერიმენტს დათანხმდა და იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. 53 წლის იტალიელმა ვარსკვლავმა ცერემონიისთვის საღამოს მაკიაჟი გაიკეთა, ძირითადი აქცენტი თვალებზე გადაიტანა.

მსახიობს Azzedine Alaïa-ს ელეგანტური კაბა ეცვა, ძალიან მაღალქუსლიან ზამშის ფეხსაცმელთან ერთად.

ანა
გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS