შეგახსენებთ, სარკოზისთან გამიჯნურებამდე მერი-კეიტს ახალგაზრდა მხატვარ ნეიტ ლოუმანთან ჰქონდა რომანი, მანამდე კი ცნობილ ჰიტ ლეჯერთანაც აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობები
27 წლის მსახიობი და დიზაინერი მერი-კეიტ ოლსენი უკვე წელიწად-ნახევარია საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ძმას, 44 წლის ბანკირ ოლივიე სარკოზის ხვდება. „დროა, იქორწინოთ“, – ერთხმად უკიჟინებენ გოგონას ახ-ლობლები და მეგობრები, თუმცა, როგორც ამბობენ, მერი-კეიტმა ჯერჯერობით გადაწყვიტა, მიჯნურს შვილი გაუჩინოს.
ბუნტისთავი მსახიობი არასდროს უჯერებდა სხვების რჩევებს, ამიტომაც იყო, რომ ცნობილი ტყუპიდან, ოლსენებიდან ერთ-ერთმა, ვნებიანი რომანი გააჩაღა ასაკით ბევრად უფროს მამაკაცთან.
ამბობენ, რომ კეიტს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სარკოზის შვილებთან პირველი ქორწინებიდან – 12 წლის ჯულიანსა და 10 წლის მარგოსთან, ახლა კი აპირებს, თავადაც გააჩინოს შვილი. „მერი-კეიტი ხედავს, როგორი კარგი მამაა ოლივიე და დარწმუნებულია, რომ სწორედ ის არის მისი ცხოვრების მამაკაცი“, – ამბობს მსახიობის მეგობარი.
შეგახსენებთ, სარკოზისთან გამიჯნურებამდე მერი-კეიტს ახალგაზრდა მხატვარ ნეიტ ლოუმანთან ჰქონდა რომანი, მანამდე კი ცნობილ ჰიტ ლეჯერთანაც აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობები.