07 ნოემბერი, 2017
თავისუფლების 50 ელფერი: კრისტიან გრეისა და ანასთეიშა სთილის ქორწილი და თაფლობისთვე
სოც. ქსელში გამოჩნდა "თავისუფლების 50 ელფერის" ოფიციალური თრეილერი, რომელიც სკანდალური ტრილოგიის "გრეის 50 ელფერის" მესამე ნაწილი გახლავთ.

სკანდალური ტრილოგიის ფინალური ნაწილი, რომელშიც მთავარ როლებს დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი თამაშობენ, დიდ ეკრანებზე 2018 წელს გამოვა - საერთაშორისო პრემიერა 8 თებერვალს იგეგმება.

როგორც მოცემული თრეილერიდან ჩანს, ანასთეიშა კრისტიან გრეის ცოლად მიჰყვება. ქორწილის შემდეგ წყვილი თაფლობისთვეზე მიდის, დასასრულს კი მათ კიდევ ერთი გამოცდა ელით, ამჯერად ადამიანისგან, რომელიც შურისძიებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.

ანა გარელი
RatingRatingRatingRatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS