06 ნოემბერი, 2017
სოც.ქსელში ვერა ბრეჟნევას 16 წლის ქალიშვილს თამამი ფოტოების გამო აკრიტიკებენ
პოპ-ჯგუფის "ВИА Гра"-ს 17-წლიანი არსებობის მანძილზე ბევრი წევრი შეიცვალა. თუმცა, ჯგუფის დატოვების შემდეგ სოლო კარიერის აწყობა ყველა გოგონამ ვერ შეძლო, რასაც ვერ ვიტყვით ვერა ბრეჟნევაზე.

მომღერლის სოლო კარიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მისი სიმღერები ჩარტებში მოწინავე პოზიციებს არ თმობს.

ვერა ხმაურიანი სკანდალების მონაწილე არ ყოფილა და პირადი ცხოვრება ჩაკეტილი აქვს. 2015 წელს მან კონსტანტინე მელაძეზე საიდუმლოდ იქორწინა.

მომღერალს ორი ქალიშვილი - სონია და სარა ჰყავს.

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელი ვერას უფროსი ქალიშვილის ფოტოებმა ააფეთქა. მომხმარებლებმა
მაშინვე აღნიშნეს, რომ სონია დედას საოცრად ჰგავს.

გასაკვირი არაა, რომ სონია ამერიკელ ბიჭს შეუყვარდა. იმასაც ამბობენ, რომ წყვილი უკვე 2 წელია ერთადაა.

თავდაპირველად, ვერას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ქალიშვილს ასეთ ადრეულ ასაკში უფლებას აძლევს მეგობარ ბიჭთან ერთად მარტომ იმოგზაუროს. ამაზე მომღერალმა უპასუხა, რომ ყველაფერი რიგზეა.

რაც არ უნდა ილაპარაკონ, ერთი ნათელია: სონია ხალისიანი ცხოვრებით ცხოვრობს.

35 წლის ვერა ბრეჟნევას, 2 შვილის დედას კი ასევე შეუძლია იამაყოს მისი სხეულითა და მომხიბვლელობით. გოგონები ერთად დებივით გამოიყურებიან.

ანა გარელი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზაზა
ვერა ჯობია თავის გოგოს გარეგნულად
15:18 / 10-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS