06 ნოემბერი, 2017
პრინცი ჰარი მისმა ბიძაშვილმა დაჩრდილა - ნახეთ, როგორ გამოიყურება არტურ ჩატო
დედოფალ ელისაბედის დის შვილიშვილი, არტურ ჩატო, რომელიც რამდენიმე წლის წინ დედოფლის პაჟი იყო, ინტერნეტის ფავორიტი ხდება. 18 წლის არტურმა პირველი სელფი, სადაც კელვინ კლაინის საცვლით პოზირებს, რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მაშინვე მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.

ამჟამად არტური იტონის კოლეჯში სწავლობს და სამხედრო სამსახურისთვის ემზადება, ფიზიკური მომზადების შედეგი კი მის ფოტოებზეც არაჩვეულებრივად ჩანს.

ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ჩატომ პრინცი ჰარიც დაჩრდილა და მოუთმენლად ელოდებიან, როდის დადებს ახალ ფოტოებს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.


იხილეთ ფოტოები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS