მსახიობის გარდაცვალებას მისი მენეჯერიც ადასტურებს: „ბოლომდე განადგურებულები ვართ, რადგან ბრედი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი და შესანიშნავი, მზრუნველი ადამიანი იყო. ის ახლახანს გადაიღეს ორ ახალ ფილმში. ამ ინფორმაციით შეძრულნი ვართ“, - აცხადებს მენეჯერი.
ბუფანდამ პოპულარობას “ვერონიკა მარსის“ ეკრანზე გამოჩენისთანავე მოიპოვა. მსახიობი იქ პირველ და მეორე სეზონებში გადაიღეს. მას ნათამაშები აქვს ფილმშიც - “კონკიას ისტორია“.