ნიკოლ კიდმანმა თავისი გრძელი ფეხები დემნა გვასალიას შექმნილ ჩექმა-ელასტიკში გამოაჩინა
ნიკოლ კიდმანი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ორ ფოტოს, სადაც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმა-ელასტიკი აცვია. „ძალიან მიყვარს „ბალენსიაგას“ ელასტიკი. დიდი მადლობა Glamour-ს ამ გადაღებისთვის, პატივია, რომ წლის ერთ-ერთ ქალბატონად დამასახელეთ…“, აღნიშნა ნიკოლმა.