01 ნოემბერი, 2017
მოცეკვავე მილიონერს მეგობარი გოგონა ვალების გამო დაშორდა
მოცეკვავე მილიონერი, ჯან ლუკა ვაკი ჯორჯია გაბრიელას ვიცე მის სამყარო 2015-თან, არიადნა გუტიერესთან რომანის გამო დაშორდა.

თავდაპირველად ვაკი სიჩუმეს ინარჩუნებდა და არ ადასტურებდა მოარულ ხმებს, თუმცა, უკვე აგვისტოს დასაწყისში საზოგადოებაში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა.

ამის შემდეგ ჯან ლუკას ფინანსური პრობლემები დაეწყო, მისი აქტივები ვალების გამო დააყადაღეს, თუმცა, მოცეკვავე მილიონერი არ დანებდა და სირთულეებს ახალ სიყვარულზე პოსტით უპასუხა.

წყვილის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა, რამდენიმე დღის წინ მათი რომანი დასრულდა და, როგორც ჩანს, ინიციატორი არიადნა იყო,
რადგან გოგონამ თავისი Instagram ექაუნთიდან ყველა საერთო ფოტო წაშალა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS