01 ნოემბერი, 2017
დონალდ ტრამპმა ჰელოუნის დღესასწაულზე 6000 ბავშვს უმასპინძლა
თეთრი სახლი მოჩვენებების სახლად გადაიქცა: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ დაერღვია მრავალწლიანი ტრადიცია და ჰელოუინის დღესასწაულზე მსოფლიო მხიარულებას შეერთებოდა.

ყველაფერი პარასკევს დაიწყო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა იმ ჟურნალისტების შვილებს, ვინც თეთრ სახლში არიან აკრედიტირებულები, და მათ საჩუქრები პირადად გადასცა.

Rating
ორშაბათ საღამოს თეთრი სახლის ეზოს სამხრეთ ნაწილში წვეულება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფოს პირველი პირი, პირველი ლედი, 6000 ბავშვი და მათი მშობლები დაესწრნენ. დონალდ და მელანია ტრამპები პირადად შეხვდნენ თეთრი სახლის ეზოში შესასვლელად რიგში მდგომ ბავშვებს, თითოეულ მათგანს
რამდენიმე წამს უთმობდნენ და საპრეზიდენტო საჩუქრებით - M&M's-ის სახლის ორცხობილებითაც აჯილდოვებდნენ.
Rating
თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მეუღლემ დაამკვიდრა 1958 წელს.

30 ოქტომბერს მან ადმინისტრაციის თანამშრომლების ცოლებისთვის კოსტიუმირებული სადილი მოაწყო, მისაღები ოთახი ჩონჩხებითა და ღამურებით იყო გაფორმებული.Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS