01 ნოემბერი, 2017
ტომ კრუზს ახალი გატაცება ჰყავს, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა...
უცხოური პრესა ტომ კრუზის ახალი გატაცების შესახებ წერს. ტაბლოიდების ცნობით, მსახიობის რჩეული 29 წლის ვანესა კირბია.

ხმები მათი რომანის შესახებ, პირველად ზაფხულში გავრცელდა, თუმცა მსახიობის წარმომადგენლების თქმით, მათ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ.

კერძოდ, ისინი ერთად იღებდნენ მონაწილეობას ფილმში "შეუსრულებელი მისია 6".


თუმცა დღეს მათ რომანს არავინ აღარ მალავს. უფრო მეტიც, ამბობენ რომ ტომ კრუზი დაქორწინებას აპირებს.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული, მისი ცოლები იყვნენ: მიმი როჯერსი, ნიკოლ კიდმანი და კეტი ჰოლმსი.

მართალია თუ არა
ხმები ამ რომანის შესახებ უცნობია, რადგან მსახიობის ახლობლები ამბობენ, რომ ტომ კრუზს ქალები აღარ მოსწონს და მას მამაკაცები იზიდავს.

რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტომ კრუზს რეჟისორ დევიდ გეფენთან ჰქონდა რომანი, თუმცა ამაზე კომენტარი არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS