30 ოქტომბერი, 2017
”ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯის მოკვლით იმუქრება
ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი ექსტრემისტები პრინც ჯორჯის სკოლაზე თავდასხმით იმუქრებიან. მათი განცხადებით, პრინცს საფრთხე იმ შემთხვევაშიც არ ასცდება, თუ ოჯახი მას მარტო არ დატოვებს.

ექსტრემისტებმა გზავნილი ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნეს, სურათზე ჯორჯი სკოლის, ბეთერსის ფონზე დგას.

სურათს დაურთეს ამონარიდი ჯიჰადისტური სიმღერიდან : "როდესაც ომი იწყება ტყვიების მელოდიით, შურისძიების სურვილით თავს დავესხმით ურწმუნოებს".

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS