როგორც ვერა ამბობს, გულახდილ ფოტოსესიებზე იმიტომ თანხმდება, რომ სურს, საკუთარი თავი აღბეჭდოს, სანამ ახალგაზრდა და ლამაზია.
- თუ ჩემი შვილიშვილები იტყვიან: ''ბებო, შენ ხომ ყველაზე სექსუალური იყავი, აბა, გვაჩვენე!'' მე კი ვუპასუხებ:
მომღერლის თქმით, სულაც არ სწყინს, რომ წელს ''მაქსიმის'' მიერ შედგენილ რუსეთის ყველაზე სექსუალური ქალების სიაში აღარ არის ლიდერი - პირველი ადგილი ირინა შეიკს ხვდა წილად, ვერა კი მეორეა. ვერას აზრით, ირინა მართლაც იმსახურებს ამ წოდებას.
- შეუძლებელია, სულ პირველ ადგილზე იყო. ეს მარტო მაშინ მოხდება, თუ კუნძულზე ერთადერთი ადამიანი ხარ. მიმაჩნია, რომ მე ჩემი პოზიცია შევინარჩუნე და უბრალოდ, გავუნაწილე ადგილი ირინას. ახლა ირინა ისეთ პიკშია და ისეთ ფორმაში, მართლა იმსახურებს ამ ადგილს.
ვერამ ისიც აღიარა, რომ უკვე გაცილებით ფრთხილად უწევს მოქცევა. მაგალითად, მკერდმოშიშვლებული აღარ ირუჯება, თუნდაც საზღვარგარეთ, კურორტზე მყოფი:
- ახლა ბევრი ტელეფონი არსებობს და სადაც უნდა იყო და რასაც უნდა აკეთებდე, ყველგან შეიძლება დაგაფიქსირონ. ადრე მრცხვენოდა შიშვლად გარუჯვის, ახლა აღარ მრცხვენია, მაგრამ არ მინდა, რომ მერე სხვების განსჯის ობიექტი გავხდე. ამას წინათ უცხოეთში ვიყავი პლაჟზე, გარშემო ცოტა ხალხი იყო და მოვეშვი. ზუსტად ამ დროს გავიხედე, ჩემი თანამემამულე იდგა იქვე ახლოს და ტელეფონს ჩემკენ იშვერდა... არ მინდა, რომ ამგვარი ფოტოები მერე ინტერნეტში მოხვდეს.
სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ვერა მიირთმევს ბევრ ხორცს, ბარდეულს და უცხიმო ყველს. უარს ამბობს კარტოფილზე, მაკარონზე, ცომეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე, შაქარსა და რძიან შოკოლადზე.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















