25 დეკემბერი, 2013
რიანას გულახდილი აღსარება - ''მეც ვცდები''...
ფანებთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მათ ''რიანას ფლოტს'' ვუწოდებ. მათ ბევრი ცხოვრებისეული სირთულე გადამატანინეს ოპრა უინფრი რომ პლანეტის ყველაზე ავტორიტეტული ტელეწამყვანია, ამას ყოველდღიურად ამტკიცებს. მასთან მსოფლიოს მეგავარსკვლავები მიდიან სტუმრად. ოპრასთან თითქმის ყველა ცნობილი სახე გულახდილობს, ზოგჯერ აღსარებასაც ამბობს და ცრემლებსაც ღვრის. არც ბარბადოსელ ლამაზმან რიანასთან ინტერვიუ იყო გამონაკლისი. გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური, სკანდალური და მრავალფეროვანი მომღერალი ოპრასთან ისე გაიხსნა, რომ თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდებზეც გულახდილად ისაუბრა.

ბარბადოსელი ლამაზმანის კარიერის დასაწყისი

მართლაც, როცა ბარბადოსზე სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა
და მერეც, როცა ბიონსეს ქმარმა და ცნობილმა მომღერალმა და პროდიუსერმა ჯეი ზიმ აღმოაჩინა, რიანა ვერც კი წარმოიდგენდა, მსოფლიო შოუბიზნესის წამყვან მომღერალთა გვერდით თუ დადგებოდა. მსოფლიო კი იმას ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ერთი შეხედვით მოკრძალებული და საყვარელი გოგონა სკანდალური გამოხტომებით, ეპატაჟური იმიჯით, თამამი გამოსვლებით, სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაკეთებული უცნაური განცხადებებითა და ეროტიკული კლიპებით გააოცებდა.

''16 წლის რომ ვიყავი, არაფრის მეშინოდა და შესანიშნავად ვიცოდი, რა მინდოდა. მაგრამ ეს იყო თითქოს გვერდიდან დანახული საკუთარი თავი, როცა ყველაფერი იწყებოდა. მაშინ ძალიან ფრთხილი ვიყავი, ალბათ მეტისმეტადაც, - ჰყვება რიანა, - ხმის ჩამწერ სტუდიას ყველაფერში ავყევი, მკარნახობდნენ, როგორი უნდა ვყოფილიყავი, როგორ მოვქცეულიყავი, მოიფიქრეს ჩემთვის ბრენდი. არ ვამბობ, რომ ეს ცუდი იყო, მაგრამ არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, ეს ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა. პატარა ვიყავი და ისღა დამრჩენოდა, რაც შეიძლება მალე გავზრდილიყავი''.

სინამდვილეში როგორია რიანა? ''არც კი ვიცი. ალბათ, ისეთი, როგორიც ვარ - მომწონს მხიარულება, მომწონს ის, რომ გამოუცნობი ვარ, ალბათ, ავანტიურულიც, მიყვარს ახალი ემოციები და ახალი შეგრძნებები. მაგრამ ეს ის არის, რაც პირად ცხოვრებას ეხება. სამსახურში კი ყველაფერი უფრო მკაცრად არის. კიდევ დავამატებდი, რომ ვისწრაფვი, ადამიანებმა ჩემ გვერდით თავი მყუდროდ იგრძნონ, იქნებიან ისინი ჩემი უახლოესი მეგობრები თუ ჩემი ფანები. მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ...

ფანებთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მათ ''რიანას ფლოტს'' ვუწოდებ. მათ ბევრი ცხოვრებისეული სირთულე გადამატანინეს. ხანდახან თავს მარტო გრძნობ და ეს არავის ესმის, არავინ გიწვდის დახმარების ხელს. ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სხვა ადამიანები შენს ტკივილს ასევე განიცდიან და ესმით შენი. ამ გაგებამ

ფანებთან დამაახლოვა. მათგან აღარ ვმალავ, რომ მეც მაქვს ნაკლოვანებები, შეიძლება, ვიყო სუსტი და მგრძნობიარე, რომ ძალიან მაშინებს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პოპულარობა მაკისრებს. ვცდილობ, თაყვანისმცემლებთან რაც შეიძლება უბრალო ვიყო, ვაჩვენო, რომ მეც ერთი მათგანი ვარ''.

''არ მინდა, მბაძავდნენ''

რიანას თურმე ისიც არ მოსწონს, როცა მას ჰბაძავენ. ''ეს ზედმეტ ვალდებულებას მაკისრებს. ეს სრულყოფილებას მოითხოვს, სრულყოფილება კი ის არის, რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს. მეც ვცდები, მცდარ ნაბიჯებს ვდგამ და თითქმის არასდროს ვიცი, ჩემი ესა თუ ის საქციელი მართებული აღმოჩნდება თუ არა. თუმცა რასაკვირველია, მინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა, ამაზე ბევრს ვმუშაობ''.

რიანა აღიარებს, რომ შეცდომა იყო მისი და კრის ბრაუნის სკანდალი, ამის აფიშირება. კრის ბრაუნმა რიანას ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. მერე დიდხანს დაშორებული იყვნენ, თუმცა ბოლო დროს რიანას კვლავ ყოფილ მიჯნურთან ჩახუტებულს ხედავენ. რაც მას დაუბრუნდა, იმიჯშიც შეიტანა ცვლილებები - ჯერ იყო და ძველებური, მაორის ტომის მეთოდით გაიკეთა ტატუები, მერე კი ფრჩხილებზე ''რქები'' დაიდგა და ასე წარდგა მაყურებლის წინაშე.

მომღერლის ექსპერიმენტები ხომ არა მხოლოდ გულახდილ სამოსსა და ვარცხნილობებს ეხება ხოლმე, ან თუნდაც საცურაო კოსტიუმებს, რომლებითაც რიანა ყოველთვის გამოირჩევა და ტონსაც კი აძლევს დანარჩენ მსოფლიოს, არამედ მანიკიურსაც.
მომღერალს მუსიკალურ კარიერაშიც წინსვლა აქვს - მისი და ემინემის დუეტი ამერიკის ჰიტაღლუმის ლიდერია. კომპოზიცია ''მონსტრები'' ემინემისა და რიანას მეორე ერთობლივი სიმღერაა. მანამდეც წარმატებული დუეტი ჰქონდათ. სხვათა შორის, რიანასთვის ეს უკვე რიგით მე-13 სიმღერაა, რომელიც ამერიკის ჰიტაღლუმს ლიდერობს. ამ შედეგით ის თვით მაიკლ ჯეკსონს გაუთანაბრდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS