26 ოქტომბერი, 2017
ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ
გურამ კაშიაზე ბოლო პერიოდში ყველა საუბრობს და ძირითადად, უარყოფით კონტექსტში.

გურამ კაშია კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

- გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

დღეს გულშემატკივრების ნაწილისგან უარყოფილ კაშიას ლევან კობიაშვილმა დაუჭირა მხარი.

- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა

რატომ ეკეთა კაშიას LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლავური? ჰოლანდია და დანარჩენი მსოფლიო სტოუნვოლის სისხლიან ეპოქას იხსენებს და გმობს მას, ხოლო ჰოლანდიის ერედივიზიაში ყველა გუნდის კაპიტანს დაევალა
სამკლავურის გაკეთება.

სტოუნვოლის ჯანყი - სისხლიანი კონფლიქტების სერია ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსსექსუალების ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს, გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომო და ტრანსსექსუალი ადამიანების ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც გამოძახილი ჰპოვა მთელი მსოფლიოს ლგბტ უფლებების მოძრაობებში.

გურამ კაშია პირველი არ არის, ვინც მიიღო მონაწილეობა "სტოუნვოლის" აქციაში. აქციაში თავის დროზე ბევრ ცნობილ ფეხბურთელს მიუღია მონაწილეობა.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS