23 ოქტომბერი, 2017
ფიზიკური შეურაცხყოფის და ფარული კადრების გამოქვეყნების გამო, კარდაშიანებს ყოფილი რძალი უჩივის
რობ კარდაშიანის საცოლემ ბლეკ ჩაინამ ძალაუფლების მოყვარული კარდაშიენების ოჯახის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბლეკ ჩაინი კარდაშიანებს შიშველი ფოტოების გამოქვეყნების გამო უჩივის.

როგორც ჩაინა ირწმუნება, ოჯახის თითოეული წევრი მას ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდა.


მისივე თქმით, ყოფილმა საქმრომ სოციალურ მედიაში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჩაინას ფოტოები გამოაქვეყნა, რის გამოც ბლეკი ყოფილ საქმროს უსირცხვილოს უწოდებს და მის სამართლებრივად დასჯას ითხოვს. მისი თქმით, აღნიშნული ფოტოების გამოქვეყნებით დიდი ძალისხმევით შექმნილი კარიერა და სამომავლო გეგმები მთლიანად დაენგრა.


ჩაინა კარდაშიანს ფიზიკური
ძალადობისთვისაც უჩივის. როგორც სარჩელში ვკითხულობთ, ერთხელ, როდესაც ის ცდილობდა დაერეკა ტაიგასთვის, რომელიც მისი 5 წლის ვაჟის მამაა, რობმა ტელეფონი გამოგლიჯა და ბლეკი იატაკზე დაანარცხა.

მამაკაცმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და შეამტვრია საცოლის საძინებლის კარი. ჩაინა იხსენებს, რომ იგი სააბაზანოს კარადაში დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა. მისივე თქმით, მას რობის ყვირილის ხმა ჩაწერილი აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.
მემი მემორი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS