17 ოქტომბერი, 2017
არმენ ჯიგარხანიანი ახალგაზრდა ცოლს სასამართლოში უჩივის - მსახიობის განცხადებით ცოლს მისი მოკვლა და ქონების ხელში ჩაგდება სურდა
15 ოქტომბერს გავრცელდა ინფრომაცია, რომ 82 წლის არმენ ჯიგარხანიანსა და მის 38 წლის მეუღლეს, ვიტალინა ციმბალუკ-რომანოვსკის შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც მსახიობი, მეგობრებთან ერთად სახლიდან წავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა. ცოლს არ უკავშირდებოდა, რისთვისაც ქალმა განგაში ატეხა.

ვიტალინამ პოლიციას განცხადებით მიმართა, რომ მისი მეუღლე დაიკარგა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ცოლი საკუთარი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნა და მთელი მისი საკუთრება გადაუფორმა.

ჯიგარხანიანი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, მსახიობი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ვიტალინამ ქმრის მონახულება ვერ
შეძლო: პოლიციის თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ მსახიობს ცოლთან შეხვედრა არ სურს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან პოლიციაში ცოლის სახელზე საჩივარი შეიტანა, სადაც განაცხადა, რომ ვიტალინას მისი მოკვლა სურდა, რათა მთელი მისი ქონება ხელში ჩაეგდო.

თავად მეუღლეები მომხდარზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS