17 ოქტომბერი, 2017
ფილიპ კირკოროვი მალე მამა კიდევ ერთხელ გახდება
როგორც საიტი Дети.Мэйл.ру წერს, ფილიპ კირკოროვი თაყვანისმცემლებს დაჰპირდა, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და მათ ხშირი გამოსვლებითა და პოპულარული ჰიტებით კიდევ ძალიან დიდხანს გაახარებს.

პროექტის ДниРу ინტერვიუში, ორი შვილის მამა ასევე გამოტყდა, რომ ახლო მომავალში შესაძლოა მამა კიდევ ერთხელ გახდეს.

"მე უდავოდ მზად ვარ იმისათვის, რომ შვილები კიდევ ვიყოლიო. ვნახოთ. მე ახალგაზრდა ვარ - დღესდღეობით 50 წელი ასაკი არ არის. მამები 75 წლის ასაკშიც ხდებიან. მინიმუმ საუკუნის მეოთხედი ჯერ კიდევ მაქვს, როგორც ესტრადაში, ისე ცხოვრებაში"
- ისაუბრა ფილიპ კირკოროვმა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS