16 ოქტომბერი, 2017
რიკი მარტინმა ბოიფრენდთან ერთად პუერტო-რიკოში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა (ფოტოკოლაჟი)
20 სექტემბერს პუერტო-რიკოს ქარიშხალი "მარია" დაატყდა თავს. კატასტროფა უყურადღებოდ არ დაუტოვებია რიკი მარტინს, რომელმაც დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდში 100 ათასი დოლარი გადარიცხა.
ის საკუთარ სამშობლოში მეგობარ მამაკაცთან ერთად ჩავიდა, სადაც მედიკამენტები, წყალი, საკვები და სხვა პროდუქტი ჩაიტანა.
„ჩემი ხალხი, ჩემი კუნძული. ყველაფერი კარგად იქნება“, - დაწერა რიკიმ Instagram-ის გვერდზე.

მარტინმა სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშიც მიიღო მონაწილეობა.


Rating
Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS