11 ოქტომბერი, 2017
გვინეტ პელთროუ და ანჯელინა ჯოლი გავლენიან პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ
ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე მოსაუბრე ადამიანების რაოდენობა იზრდება. ტელეკომპანია "სიენენის" ინფორმაციით, იმ ქალების რიცხვში, რომელზეც ვაინშტაინმა სექსუალური ძალადობა სცადა, გვინეთ პელთროუ და ანჯელინა ჯოლიც არიან.

პელთროუს განცხადებით, 22 წლის იყო, როდესაც ვაინშტეინმა ჯეინ ოსტინის რომანის "ემა" გადასაღებად მიიწვია. მსახიობის თქმით, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, პროდიუსერმა სასტუმრო "ბევერლი ჰილსში" საკუთარ ნომერში დაპატიჟა.


იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS