ამერიკელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს, რომელიც ამ დღეებში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, მეუღლე, დიზაინერი ჯორჯინა ჩამპანი შორდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
„ჩემი გული გატეხილია ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც ამ ყველაფრის გამო დაზარალდნენ. გადავწყვიტე, ქმარს დავშორდე. ჩემი შვილები ჩემთვის პრიორიტეტია, ამიტომ ვთხოვ მედიას, ნუ შეგვაწუხებენ ამ მძიმე დროს“, – განაცხადა ჩამპანმა.