11 ოქტომბერი, 2017
ფაჰრიე ეჯენი და ბურაქ ოზჩივიტი არაბი ტურისტების გამო შოკში არიან
Gecce.com.tr ჰყვება, თუ როგორ გამოიმუშავებენ ფულს თურქული ტურისტული ფირმები. არაბი ტურისტების ხარჯზე, თურქული შოუ-ბიზნესის ყველაზე პოპულარული წყვილის, ბურაქ ოზჩივიტისა და ფაჰრიე ევჯენის მეშვეობით.

როგორც აღმოჩნდა, ტურისტული ფირმები არაბ ტურისტებს სტამბულში ტურებს სთავაზობენ, სადაც მითითებულია იმ დაწესებულებეში ვიზიტი, რომლის მფლობელები ბურაქ ოზჩივიტი და ფაჰრიე ევჯენი გახლავთ, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ წყვილის საყვარელი კაფის ან რესტორნის თანამშრომლებთან, ტურფირმები კი არაბ ტურისტებს მაშინვე გზავნიან, როგორც კი შეატყობინებენ, რომ ვარსკვლავები იქ იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ არაბების მხრიდან თურქი ვარსკვლავების მიმართ ინტერესი
დიდია, რადგან მათ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები.

"მომხდარით შოკში ვართ. სამარისია სადილად ან ვახშმად სადმე გავიდეთ, არაბი ტურისტების ნაკადი მაშინვე იქ ჩნდება. შემდეგ შევიტყეთ ტურფირმებთან დაწესებულების თანამშრომლების მოლაპარაკების შესახებ და ამ სიტუაციის გამო დღემდე შოკში ვართ" - კომენტარი გააკეთა ბურაქ ოზჩივიტმა.

ანა გარელი



Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS