მიკი რურკმა კვლავ რინოპლასტიკა გაიკეთა - „ახლა ისევ ლამაზი ვარ“
მიკი რურკი ძველი სილამაზის დაბრუნების იმედს არ კარგავს. ცოტა ხნის წინ, მსახიობი მორიგ პლასტიკურ ოპერაციას დათანხმდა - მან რინოპლასტიკა გაიკეთა.
ვარსკვლავმა საკუთარ ინსტაგრამზე საავადმყოფოში გადაღებული ფოტოც გაგვიზიარა შემდეგი წარწერით: "მომენტი ოპერაციის შემდეგ. არც კი მჯერა, რომ ყველაფერი უკან დარჩა. ახლა ისევ ლამაზი ვარ" - იხუმრა რურკმა. ანა გარელი