10 ოქტომბერი, 2017
"თუ სულ იმაზე იფიქრებთ, როგორ მოაწონოთ კაცს თავი, არაფერი გამოვა" - ირინა შეიკის რჩევები მანდილოსნებს
სექს-სიმბოლო, წარმატებული მოდელი, მზრუნველი დედა და ბრედლი კუპერის საყვარელი ქალი. ირინა შეიკი როგორც ჩანს, სილამაზისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.

„არასოდეს დიეტაზე არ ვყოფილვარ. არასოდეს. მშობიარობის შემდეგაც კი. მადლობა ჩემს მშობლებს არაჩვეულებრივი გენებისთვის. არ ვამეტებ, უბრალოდ მართლა არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო“, – განაცხადა შეიკმა.

სუპერმოდელი დარწმუნებულია, რომ ქალი გამუდმებით არა მამაკაცზე, არამედ საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს.

„თუ სულ იმაზე იფიქრებთ, როგორ მოაწონოთ კაცს თავი, არაფერი გამოვა. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი პირველ რიგში თქვენ უნდა
მოგწონდეთ. არ იფიქროთ მამაკაცზე – იფიქრეთ საკუთარ თავზე! ქალის სექსუალობა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ თუ გამომწვევი ქვედა ბოლო. სექსუალობა – შინაგანი ჰარმონიაა“, – განაცხადა ირინამ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS