09 ოქტომბერი, 2017
შაკირას აგენტმა პიკესთან დაშორების შესახებ კომენტარი გააკეთა
რამდენიმე დღის წინ მედია ჟერარ პიკესა და შაკირას დაშორების ამბავმა მოიცვა. ამის მიზეზად კი დიდი ასაკობრი სხვაობა და ფეხბურთელის პროფესიონალური კრიზისი სახელდებოდა.

ახლა კი შაკირას აგენტმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შაკირა და პიკე ჯერ კიდევ ერთად არიან.

"მათ ძველებური ურთიერთობა აქვთ. ამ ჭორებს ის ხალხი ავრცელებს, ვისაც პიკესთვის ზიანის მიყენება სურს" - განმარტა შაკირას წარმომადგენელმა.

აგენტის სიტყვები თავად ჟერარმაც დაადასტურა, როცა თვითერზე შაკირას ინსტაგრამიდან ვიდეო გააზიარა, სადაც ის სიყვარულზე მღერის.

ანა გარელი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS