09 ოქტომბერი, 2017
ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი მაროკოელ ჟურნალისტზე გათხოვდა - მომღერალმა მოითხოვა ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით გამართულიყო
გასულ შაბათს მარაკეში ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილის, ინგას გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.

ცნობილი გვარის 25 წლის მემკვიდრემ და 26 წლის ნური ვერგეზემ, 100-ზე მეტი სტუმრის წინ ერთგულების ფიცი დადეს. პატარძალი საკურთხევლამდე მამამ მიაცილა, რომელმაც მოითხოვა, რომ ქორწილი ქართული ტრადიციების მიხედვით გამართულიყო.

დღესასწაული მარაკეში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა, სადაც ახლადდაქორწინებულების ნათესავები და მეგობრები რამდენიმე დღეს გაჩერდნენ.

ქორწილს ვალერი მელაძის სიმღერების გარეშე არ ჩაუვლია, მან ცნობილი ჰიტები შეასრულა. ცერემონიას ესწრებოდა ვალერის პირველი ცოლი, ირინაც. პატარძლის მეჯვარეები კი მისი
დები, 18 წლის სოფიკო და 15 წლის არინა გახდნენ.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურაბ ლუხავა
ვალერის ვულოცავ ქალიშვილის ბედნიერებას. ულევ სიკეთეს ვუსურვებ სიძე-პატარძალს,ბოდიში რომ ვერ შევძელი ქორწილში მოსვლა და თქვენი სიხარულის იქ გაზიარება,მაგრამ, იმედი მაქვს ბათუმში შევხვდებით....
19:11 / 09-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS