05 ოქტომბერი, 2017
რა ეკრძალებათ პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს სასიყვარულო ურთიერთობაში
წინა კვირას ტორონტოში Invictus Games-ის დახურვის ცერემონიალი ჩატარდა, სადაც პრინცი ჰარი თავის შეყვარებულთან, მეგან მარკლთან ერთად გამოჩნდა. ფოტოგრაფებმა არ გაუშვეს შანსი მათი პირველი ოფიციალური პაემანი აღებეჭდათ. პირველი გამოჩენის შემდეგ, ჰარი და მეგანი VIP ლოჟაში კოცნისასაც დააფიქსირეს.

თუმცა ამ მოვლენამ მეორე კითხვა გააჩინა: რატომ ვერ ვხედავთ ჩახუტებულ და ხელიხელჩაკიდებულ პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს?

როგორც წესი, ამის მიზეზი ბრიტანულ ტრადიციებშია. პრინცი უილიამი მეორე ადგილს იკავებს ტახტის მემკვიდრეებს შორის. პირველ ადგილას მამამისი, პრინცი ჩარლზია.


ის და ქეითი
მომავალში მთელი ნაციის ინტერესების წარმომდგენნი იქნებიან, ამიტომაც მათთვის არამარტო ისაა აუცილებელი, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზე რეგულარულად გამოჩნდნენ, არამედ პროტოკოლის შესაბამისადაც უნდა იქცეოდნენ.


წესების მიხედვით დადგენილია თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. საჯარო დამოკიდებულებაში, პრინცი ჰარისგან განსხვავებით, ამ წყვილს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეკრძალება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS