ჰალილი კომპანია SunLife Organics-ის მფლობელია. რაფატის მზიან მალიბუში და ლოს ანჯელესის ექვს სხვადასხვა წერტილში წვენის ბარები აქვს. მისი ბარები, სადაც დევიდ დუხოვნისა და Red Hot Chili Pepper-ის ფრონტმენს, ენტონი კიდისს უყვართ სიარული, ორი წვენის გამო შემდგარი უზარმაზარი რიგების გამო გახდა პოპულარული: „სიცოცხლის ელექსირი“ და „ბედნიერი“.
46 წლის რაფატიმ სულ რაღაც 5 წელიწადში მოახერხა წვენების და სხვა ჯანსაღი სასმელების იმპერიის აშენება, რომლებმაც მისი
როდესაც ჰალილი ლოს ანჯელესში თავისი მშობლიური ტოლიდოდან (ოჰაიოს შტატი) პირველად ჩავიდა, თითქოს და მისი ყველა ოცნება უნდა ასრულებულიყო. მშობლიური სახლიდან გამოიქცა, სადაც წარსული და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მოგონებები არ ასვენებდა. ლოს ანჯელესში სპორტული ავტომობილის ნაწილებით დაიწყო ვაჭრობა.
საქმე საკმაოდ კარგად მისდიოდა. მაგრამ გარდა ლეგალური ბიზნესისა, რაფატი ასევე მარიხუანას, ექსტაზისა და კეტამინს ჰყიდდა პარალელურად. ერთხელაც მან ჰეროინი გასინჯა. სწორად ამ ნარკოტიკის ეფექტმა გამოიწვა მასში იმ უდარდელი ცხოვრების ილუზია, რისკენაც ყოველთვის მიისწრაფოდა და სწორედ ამიტომაც სურდა ამ „სამყაროში“ ხშირად დაბრუნება.
ძალიან მალე რაფატი ჰეროინზე დამოკიდებული გახდა და ერთხელ კინაღამ გარდაიცვალა ზედმეტი დოზირების გამო. 2003 წელს კი ლოს ანჯელესის ციხეშიც მოხვდა. სწორედ იქ გადაწყვიტა, თავი ხელში აეყვანა და ჯანმრთელობისთვის მიეხედა. ერთ-ერთმა მეგობარმა ასწავლა თუ როგორ შეიძლება ჯანსაღი საკვებისა და სასმელის დამზადება.
განაგრძეთ კითხვა: