47 წლის მელანია ტრამპმა მოდური საშემოდგომო ლუქის დემონსტრირება მოახდინა.
აშშ-ს პირველი ლედი საკუთარი გემოვნებით იმოსება და ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.
3 ოქტომბერს დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად პუერტო-რიკოში გაემგზავრა, სადაც ქარიშხლის "მარია" მიერ დაზარალებულები მოინახულა.
მელანია ტრამპმა ფრენისთვის Victoria Beckham-ის კოლექციიდან 1100 დოლარიანი სვიტერი და შავი შარვალი შეარჩია.
სამოსს მელანიამ Manolo Blahnik-ს ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
ანა გარელი