ბობ-კარე ვარცხნილობა გასული წლის ზაფხულის ყველაზე პოპულარული ვარცხნილობა გახდა. ის მოირგო სელენა გომესმა, კიმ კარდაშიანმა, პიპა მიდლტონმა და ა.შ. ამ ექსპერიმენტს ცოტა ხნის წინ სუპერმოდელი,
ნაომი ქემბელიც დათანხმდა -
L'Oréal Paris-ის დეფილეზე ის მოკლე ბობითა და სწორი "ჩოლკით" გამოჩნდა.
იმიჯი არც ისე რადიკალურადაა შეცვლილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში ქემბელს თმის შეჭრა არ გაურისკავს და მხოლოდ პარიკი მოირგო. იმავე დღეს, სხვა წვეულებაზე ის ფოტოგრაფების წინაშე გრძელი თმით წარსდგა.
ანა გარელი