როგორც ამერიკული პორტალი Page Six გვამცნობს, მის ჯუჯუ ჩენგმა, რომელიც ჯოლისგან ინტერვიუს იღებდა, სტუმრისთვის მოულოდნელად პრედ პიტთან განქორწინების პროცესის დეტალებზე დასვა კითხვა.
ანჯელინა მაშინვე აღელდა და იმდენად აღშფოთდა, რომ გადაღების შეჩერება და ბოლო ჩანაწერის წაშლა მოითხოვა. ის სავარძელში ჩაჯდა და ცრემლების შეკავებას ვერ ახერხებდა, ჯოლი ნერვიულად იმეორებდა: „მე კარგად ვარ. მე კარგად ვარ. ბავშვები ჯანმრთელები არიან და
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჯოლი პიტთან განქორწინების თემაზე გაცილებით მშვიდად საუბრობდა. ის გამოტყდა კიდეც, რომ მარტოობა უჭირდა, თუმცა ბავშვები მხარს უჭერენ და ყველაფერში ეხმარებიან.
ანა გარელი