29 სექტემბერი, 2017
"ანჯელინა ჯოლი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება" - დონალდ ტრამპმა ცნობილი ქალები შეაფასა
პრესაში აქამდე უცნობი ჰოვარდ სტერნის ინტერვიუ გამოქვეყნდა დონალდ ტრამპთან. ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის საუბარი მანამდე შედგა, სანამ ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა. ინტერვიუში ტრამპმა ჰოლივუდელ ქალბატონები ათ ბალიანი სისტემით შეეფასა.

ყველაზე მაღალი ქულა ტრამპმა შვედ მოდელს ელინ ნორდეგრენს დაუწერა.

ენ ჰეთუეი:
„ის ტრამპის ცათამბჯენში ცხოვრობდა. მომწონს ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქ უცხოვრია, თუნდაც მიმზიდველი არ იყო"

ჰოლი ბერი: "ლამაზი კანი. რაც ჰოლიში არ მომწონს არის ის, რომ მის გარშემო მუდამ დრამაა: გათხვოდა, შემდეგ ქმარს გაეყარა,
ბრძოლა შვილებისათვის".

ჯესიკა ჩესტეინი: "ნამდვილად არ არის ვნებიანი"

შარლიზ თერონი: "სიმართლე რომ გითხრათ, ივანკა მასზე გაცილებით უკეთ გამოიყურება"

ანჯელინა ჯოლი: "მას აქვს კარგი კანი, სახის ნაკვეთები, თუმცა საერთო ჯამში ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ტუჩები აქვს ზედმეტად დიდი. მე მას 10-დან 7 ქულას ვუწერ.

ანა ნიკოლ სმიტი: "მას საუკეთესო კანი და სხეული ჰქონდა, საუკეთესო სახე და თმა რაც კი ოდესმე მინახავს"

სტეფანი სეიმური: "თითქმის იდეალური"

პაულინა პორიზკოვა, სუპერმოდელი და მსახიობი: "ძვირადღირებული"

მარლა მაპლსი: "ლამაზი ფიგურაა"

მელანია ტრამპი: "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მივიჩნევ"



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS