28 სექტემბერი, 2017
300 კილოგრამის დაკლების შემდეგ, ის გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი ეგვიპტელი ქალი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გარდაიცვალა.

ემან აბდ ელ-ატი წლის დასაწყისში ინდოეთში სიმსუქნისგან განკურნების კურსს გადიოდა.

მედიის ცნობით, სამედიცინო ჩარევის შედეგად მან 500 კგ-დან 300 კგ დაიკლო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა.

საავადმყოფოს განცხადებით, 37 წლის ქალი გულის დაავადებითიტანჯებოდა, დარღვეული ჰქონდა თიკმლის მუშაობაც.
თავდაპირველად ემანს ოპერაცია ქალაქ მუმბაიში ჩაუტარდა. ოჯახის წევრების ცნობით, ოპერაციამდე ის სახლიდან 25 წელი არ გასულა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS