27 სექტემბერი, 2017
აი, როგორ გამოიყურებოდა ეპატაჟური ნარგიზ ზაკიროვა ახალგაზრდობაში - იშვიათი კადრები
ნარგიზ ზაკიროვა ცნობილი რუსი მომღერალი და ვოკალური კონკურსის "Голос" ფინალისტია. მომღერალი გამოირჩევა ძლიერი ვოკალითა და ეპატაჟური გარეგნობით. გადაპარსული თავი, ნავარჯიშები, ტატუთი მოხატული სხეული, მკვეთრი მაკიაჟი, გამჭვირვალე სამოსი - ასეთი შემსრულებლის სცენაზე შემჩნევა რთული არ არის.

ცოტა ხნის წინ, 46 წლის მომღერალმა ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა.

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, არავინ მჭირდებოდა და სექსით მხოლოდ გართობისთვის ვკავდებოდი. ის დღეები წარსულში დარჩა..." - წერს ნარგიზი გამოქვეყნებულ ფოტოზე.

როგორც ცნობილია, ნარგიზს ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონია, თუმცა ყოველთვის ცდილობდა პრობლემებს ღიმილით
შეხვედროდა.

ანა გარელი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS