27 სექტემბერი, 2017
ლეონარდო დი კაპრიო აშშ-ს პრეზიდენტის როლს განასახიერებს
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდო დიკაპრიო მისი მოსახელის, ლეონარდო და ვინჩის როლს შეასრულებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. სანაცვლოდ კი ახალი კინოპროექტი დამტკიცდა: ლეო ამერიკის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის როლს განასახიერებს. ფილმის რეჟისორი მარტინ სკორსეზეა - ეს მათი მეექვსე საერთო პროექტი იქნება.

ბიოგრაფიული ფილმი რუზველტზე, შესაძლოა  Paramount Pictures -სა და დიკაპრიოს კომპანიის Appian Way Productions პირველი საერთო პროექტი გახდეს.

დასახელებული ფილმის გარდა, ლეო სკორსეზეს სხვა ფილმშიც "ეშმაკი თეთრ სახლი" ითამაშებს.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS