ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ
ლეონარდო დიკაპრიო მისი მოსახელის, ლეონარდო და ვინჩის როლს შეასრულებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. სანაცვლოდ კი ახალი კინოპროექტი დამტკიცდა: ლეო ამერიკის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის როლს განასახიერებს. ფილმის რეჟისორი
მარტინ სკორსეზეა - ეს მათი მეექვსე საერთო პროექტი იქნება.
ბიოგრაფიული ფილმი რუზველტზე, შესაძლოა
Paramount Pictures -სა და დიკაპრიოს კომპანიის
Appian Way Productions პირველი საერთო პროექტი გახდეს.
დასახელებული ფილმის გარდა, ლეო სკორსეზეს სხვა ფილმშიც "ეშმაკი თეთრ სახლი" ითამაშებს.
ანა გარელი