27 სექტემბერი, 2017
"დიდებული საუკუნის“ და „დესპოტი ქმრის“ ვარსკვლავმა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა
სერიალი „დიდებული საუკუნე“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სერიალში სულტან სულეიმანის და ჰიურემის ერთადერთი ქალიშვილის, მეჰრემაჰ სულთანის როლს ულამაზესი თურქი მსახიობი, ვილდან პელინ კარაჰანი თამაშობს. რომელიც პოპულარული ეკრანზე გამოჩენისთანავე გახდა.

ვილდან პელინ კარაჰანი მარტოხელა დედამ გაზარდა და მამასთან ურთიერთობა არ აქვს. მამამ ის 8 წლის ასაკში მიატოვა.

„მამაჩემმა ყოველთვის იცოდა სად ვცხოვრობდი, სად ვსწავლობდი, მაგრამ ჩემთან შეხვედრის სურვილი არასდროს გამოუთქვამს. მე მამა არ მყავს! ჩემი მშობლები ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როცა 8 წლის ვიყავი.

მას
შემდეგ, მასზე არაფერი გამიგია. წლების შემდეგ მამას, დედის თხოვნით შევხვდი. მაშინ 17 წლის ვიყავი, მაგრამ შემდეგ ერთმანეტს არასდროს შევხვედრივართ. მას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩემთან ურთიერთობა დაელაგებინა“ - აცხადებს პელინ კარაჰანი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS