26 სექტემბერი, 2017
მეგან ფოქსი ქალის თეთრეულის სარეკლამო კამპანიისთვის გაშიშვლდა
მეგან ფოქსი სარეკლამო კამპანია Frederick's of Hollywood -თვის კვლავ გაშიშვლდა. "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი და "პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი" მამაკაცის ავტორიტეტული ჟურნალების მოსაზრებით საცვლებში ახალი კოლექციისთვის პოზირებდა.

ფოტოსესიაში ყოფილი მოდელი იასამნისფერ კორსეტში, მაქმანიან ბოდესა და სხვა საცვლებში პოზირებს. მის სხეულზე შენიშნავთ რამდენიმე ტატუსაც.

31 წლის ამერიკელი მოდელი ქალის თეთრეულის Frederick's of Hollywood აქციონერი, კრეატიული დირექტორი და ბრენდის სახე გახლავთ.

გასული წლის აგვისტოში, ვარსკვლავს მესამე შვილი შეეძინა, რის შემდეგაც ფორმაში სწრაფად ჩადგომას შეუდგა, რადგან ბრენდის სარეკლამო კამპანიაში უნდა
გადაეღოთ. მეგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს მომენტი მისთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ დიდ მანძილზე სირბილმა, ვარჯიშმა და სწორმა კვებამ შედეგი მალე გამოიღო.

ანა გარელი
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS