26 სექტემბერი, 2017
სათამაშოების გიგანტური მაღაზიები გაკოტრების პირასაა, რადგან ბავშვებს სათამაშოები აღარ უყვართ
ამერიკული გიგანტური სათამაშოების საცალო მაღაზია "TOYS R US" , რომლის კარი ბავშვებისთვის ჯერ კიდევ 1957 წელს გაიღო და მას შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სათამაშოების მწარმოებელია, გაკოტრების პირასაა.

უსახსრობის გამო კომპანიამ დაახლოებით, ათი წლის წინ დიდი ოდენობით ვალი აიღო, თუმცა გადახდას დღემდე ვერ ახერხებს.

საზოგადოების ნაწილი გაკოტრების ერთ-ერთი მიზეზად, ისეთი ონლაინ მაღაზიების არსებობას ასახელებს, როგორიც ამაზონია.

მეორე ნაწილის აზრით კი ბავშვების გემოვნება შეიცვალა და მათ "TOYS R US"-ის პროდუქცია აღარ მოსწონთ. 1980-იან წლებში მათ მიერ, გამოშვებული
ერთ-ერთი სათამაშო ბავშვებს მოუწოდებს, არ სურდეთ გაზრდა ("don't wanna grow up!"), მაგრამ დღევანდელი თაობის ინტერესები და სურვილები შეიცვალა...

გასაჭირის წინაშე დგას დანიური წარმოშობის ლეგოს სათამაშოები, რომლის გაყიდვების რიცხვის კლებამ ბოლო 13 წლის განმავლობაში ქრონიკული ხასიათი მიიღო. ბავშვებმა იგი ონლაინ თამაშებითა და აპლიკაციებით ჩაანაცვლეს.

მემი მემორი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS